ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 130 ათასს გადააჭარბა

02:48, 12.09.2020

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 130 ათასს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ბრაზილიის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 874 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 130 396 შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი ქვეყანაში 43 718 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ბრაზილიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ოთხი მილიონ 282 ათასზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

რაც შეეხება, გარდაცვლილებს, მსხვერპლთა რაოდენობით ბრაზილიას მხოლოდ აშშ უსწრებს.

მსგავსი