ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ ცხრა მილიონს გადააჭარბა

01:56, 29.01.2021

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ ცხრა მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი 61 811 ადამიანს დაუდასტურდა და „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ ცხრა მილიონ 058 ათასს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 386 ადამიანი გარდაიცვალა.

შედეგად, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 221 547-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

მსგავსი