ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ოთხ მილიონს უახლოვდება

08:30, 02.09.2020

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ოთხ მილიონს უახლოვდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 42 659 ინფიცირებული აღრიცხეს.

ამასთან,ბოლო დღე-ღამეში ვირუსის შედეგად ბრაზილიაში 1215 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის სულ 3 950 931 შემთხვევა.

მთლიანობაში ვირუსს 122 596 ადამიანი ემსხვერპლა.

ბრაზილია კორონავირუსის შემთხვევებისა და „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

მსგავსი