ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება – გაურკვეველი ვადით შეაჩეროს ყველა შიდა ტურნირი.
კონფედერაციის პრეზიდენტმა როჯერიო კაბოკლომ ამგვარი ნაბიჯი კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისგან თავის დასაცავად გადადგა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გააჩერეს ბრაზილიის თასის გათამაშება, აგრეთვე, ბრაზილიის ჩემპიონატი ქალებსა და იუნიორებს შორის.