ბრაზილიაში კორონავირუსის გამო 7.8 მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა
ბრაზილიაში კორონავირუსის გამო 7.8 მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა

ბრაზილიაში კორონავირუსის გამო 7.8 მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა.

ამის შესახებ „სიენენი“ ბრაზილიის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სამსახური 7.8 მილიონმა ადამიანმა დაკარგა, მათგან 5.8 მილიონი არაოფიციალურად იყო დასაქმებული.

ამჟამად ბრაზილიაში დასაქმების დონე 49.5 პროცენტს შეადგენს.

2012 წლის შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როდესაც დასაქმების დონე ქვეყანაში 50 პროცენტზე დაბალია.

ბრაზილია „კოვიდ-19“-ის გავრცელების მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 1 402 041 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 60 000-ს უახლოვდება.