ბრაზილიაში კორონავირუსის 95 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 507 პაციენტი გარდაიცვალა
ბრაზილიაში კორონავირუსის 95 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 507 პაციენტი გარდაიცვალა

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 2 507 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 95 601 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ, ხოლო ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის თითქმის 16 მილიონ 720 ათასი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 467 706 შეადგინა.