ბრაზილიაში კორონავირუსის 85 536 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 211 ინფიცირებული გარდაიცვალა
ბრაზილიაში კორონავირუსის 85 536 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 211 ინფიცირებული გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ს 2 211 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 85 536 ადამიანს დაუდასტურდა.

გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ, ხოლო ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის თითქმის 15 მილიონ 500 ათასზე მეტი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 432 628 შეადგინა.