ბრაზილიაში კორონავირუსის 76 178 შემთხვევა გამოვლინდა, 1 997 პაციენტი გარდაიცვალა
ბრაზილიაში კორონავირუსის 76 178 შემთხვევა გამოვლინდა, 1 997 პაციენტი გარდაიცვალა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 997 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსი 76 178 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 11 მილიონ 439 ათასზე მეტი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 277 102 შეადგინა.