ბრაზილიაში კორონავირუსის 73 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში კორონავირუსის 73 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 73 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „გარდიანის“ ინფორმაციით, ვირუსს ბოლო 24 საათში 2 811 ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში ქვეყანაში აღრიცხულია 15 მილიონზე მეტი შემთხვევა. მათგან ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 414 400-მდე პაციენტისთვის.