ბრაზილიაში კორონავირუსის 71 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 616 პაციენტი გარდაიცვალა
ბრაზილიაში კორონავირუსის 71 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 616 პაციენტი გარდაიცვალა

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 71 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 2 616 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 13 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 350 000 ზე მეტი ადამიანი.