ბრაზილიაში კორონავირუსის 62 290 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 171 პაციენტი
ბრაზილიაში კორონავირუსის 62 290 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 171 პაციენტი

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 171 ადამიანი გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 202 631 შეადგინა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 62 290 ადამიანს დაუდასტურდა.

ამგვარად, ბრაზილიაში სულ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ რვა მილიონს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.