ბრაზილიაში კორონავირუსის 56 873 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 232 პაციენტი
ბრაზილიაში კორონავირუსის 56 873 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 232 პაციენტი

უკვე მესამე დღეა, ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1200-ს აღემატება. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილია 56 873 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 1 232 ფაქტი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 9 396 293 შეადგენს. მათგან ეპიდემიას 228 795 ემსხვერპლა.

ბრაზილია ლეტალობის მასშტაბით მეორე ადგილზეა მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ.