ბრაზილიაში კორონავირუსის 46 934 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 184 ინფიცირებული

10:24, 03.09.2020

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 46 934 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 184 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სამი მილიონ 997 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 123 780-ს შეადგენს.

ამ მონაცემებით, ბრაზილია მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.

მსგავსი