ბრაზილიაში კორონავირუსის 42 223 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 290 ადამიანი
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 1 290 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსი დაუდასტურდა კიდევ 42 223 ადამიანს. ამრიგად, ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 1 539 000-ს გადააჭარბა. ეპიდემიის დროს სულ გარდაიცვალა 63 174 ადამიანი.
ბრაზილია კორონავირუსით დაზარალებულ სახელმწიფოებს შორის მსოფლიოში მეორე ადგილზეა.