ბრაზილიაში კორონავირუსის 36 303 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 829 ადამიანი
ბრაზილიაში კორონავირუსის 36 303 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 829 ადამიანი

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 36 303 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 829 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ ოთხი მილიონ 445ათასზე მეტი შემთხვევა. პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობამ 134 106 შეადგინა. გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. ასევე, ქვეყანა მესამე ადგილზეა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.