ბრაზილიაში კორონავირუსის 29 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 786 პაციენტი გარდაიცვალა
ბრაზილიაში კორონავირუსის 29 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 786 პაციენტი გარდაიცვალა

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 786 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 29 916 ადამიანს დაუდასტურდა.

გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ, ხოლო ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის თითქმის 15 მილიონ 660 ათასზე მეტი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 436 537 შეადგინა.