ბრაზილიაში კორონავირუსის 29 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში კორონავირუსის 29 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 29 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 549 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ხუთ მილიონ 400 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 158 ათასამდე პაციენტი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა.