ბრაზილიაში კორონავირუსის 29 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 527 პაციენტი გარდაიცვალა
ბრაზილიაში კორონავირუსის 29 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 527 პაციენტი გარდაიცვალა

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 29 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 527 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში ვირუსის ჯამში 10 168 174 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 246 504 კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსის გავრცელების კუთხით, ბრაზილია აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.