ბრაზილიაში კორონავირუსის 26 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 432 პაციენტი

11:02, 25.10.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 26 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 432 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ხუთ მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 156 903 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

მსგავსი