ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 24,578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 2,419,091 შემთხვევა.
როგორც „სიენენი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 555 პაციენტი.
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 87,004-ს შეადგენს. „სიენენი“ აღნიშნავს, რომ ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა ხუთი თვის წინ გამოვლინდა.