ბრაზილიაში კორონავირუსის 20,599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1,068 ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1,068 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-სგან გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 25,598-ს შეადგენს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით „სიენენი“ ავრცელებს.
ბრაზილიაში ასევე გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 20,599 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელების დაწყებიდან ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სულ 411,821 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.