ბრაზილიაში კორონავირუსის 20 548 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 431 პაციენტი
ბრაზილიაში კორონავირუსის 20 548 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 431 პაციენტი

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 20 548 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 431 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში ვირუსის 7.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის პანდემიამ 191 570 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჯანდაცვის მარეგულირებელი სააგენტო ვაქცინას დაამტკიცებს, ის უკვე მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება.