ბრაზილიაში კორონავირუსის 18 947 შემთხვევა გამოვლინდა

10:59, 01.11.2020

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 947 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 407 ადამიანი. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში ვირუსის 5 535 605 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულია 159 884 ადამიანი.

ვირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების კუთხით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.

მსგავსი