ბრაზილიაში კორონავირუსის 10 220 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 309 ინფიცირებული

07:04, 14.10.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 220 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 309 პაციენტი.

შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ხუთი მილიონ 113 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 150 998 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.

მსგავსი