ბრაზილიაში, კოპაკაბანას სანაპიროზე ახალი წლის ღამის მთავარ სანახაობაზე 2,8 მილიონზე მეტ ადამიანს ელოდებიან

13:00, 31.12.2019

ბრაზილიაში საახალწლო ფოიერვერკისთვის სამზადისი დასასრულს უახლოვდება. ტრადიციულად, ახალი წლის ღამის მთავარი სანახაობა კოპაკაბანას სანაპიროზე შედგება, სადაც დღეს 2,8 მილიონზე მეტ ადამიანს ელოდებიან.

საახალწლო შოუს ორგანიზატორების განცხადებით, წელს ბრაზილიელებს და ტურისტებს 15-წუთიან ფოიერვერკს შესთავაზებენ, რომელსაც მუსიკალური ფონიც ახლავს.

ახალი წლის ღამეს რიო დე ჟანეიროში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იქნება. მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.

მსგავსი