ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა აღინიშნა
ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა აღინიშნა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა აღინიშნა. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 2 929 ადამიანი ემსხვერპლა.

ბრაზილიის მთავრობის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 67 636 ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის დაწყების შემდეგ, ბრაზილიაში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული დაავადების 13.9 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 371 678 ადამიანი დაიღუპა.

კოვიდ-19“-ის მსხვერპლის რაოდენობით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.