ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 2 027 პაციენტი გარდაიცვალა
ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 2 027 პაციენტი გარდაიცვალა

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 2 027 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 45 178 ადამიანს დაუდასტურდა.

გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ, ხოლო ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის თითქმის 14,2 მილიონი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 383 502 შეადგინა.