ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 803 პაციენტი გარდაიცვალა
ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 803 პაციენტი გარდაიცვალა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 1 803 ადამიანი ემსხვერპლა. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებით 353 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მსხვერპლის რაოდენობით ქვეყანა აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინური კომპანია, „სინოვაკის“ ვაქცინა ვირუსის ბრაზილიური ვარიანტის წინააღმდეგ მხოლოდ 50.7 პროცენტით არის ეფექტური.

ბოლო პერიოდში ბრაზილიაში ვითარება გამწვავდა ფედერალური შეზღუდვების არარსებობის, ვაქცინების ნაკლებობის და ვირუსის ადგილობრივი ვარიანტის გამო. სან-პაულუს ბიოსამედიცინო ინსტიტუტის ინფორმაციით, ვაქცინას აქვს 87-დან 100 პროცენტამდე ეფექტურობა, რომ დაინფიცირებულებმა სამედიცინო დახმარება არ მოითხოვონ.