ბრაზილიაში ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტიტე გაძარცვეს #1TVSPORT
გამოცემა O Globo-ს ცნობით, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ტიტე რიო დე ჟანეიროს ქუჩაში გაძარცვეს, გამოცემის მტკიცებით, 61 წლის სპეციალისტს ოქროს ჯაჭვი წაართვეს.
„მძარცველმა ტიტეს ოქროს ჯაჭვი წაართვა, ქურდმა თავისი მსხვერპლი იცნო, მან კატარში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების წარუმატებელობაში მწვრთნელი დაადანაშაულა“ – წერს O Globo.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პენალტების სერიაში ხორვატიის ნაკრებთან დამარცხდა.
ტურნირის დასრულების შემდეგ ტიტემ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 61 წლის სპეციალისტმა წარუმატებლობა რთულად გადაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ოჯახთან ერთად დასვენება გადაწყვიტა.