ბრაზილიაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 900-ზე მეტი პაციენტი დაიღუპა
ბრაზილიაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 900-ზე მეტი პაციენტი დაიღუპა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 987 პაციენტი დაიღუპა. ინფორმაციას სიენენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 36 820 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში გამოვლენილია ინფიცირების 4 419 083 შემთხვევა, მათ შორის 134 106 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით ბრაზილია მსოფლიოში მესამე, ხოლო ლეტალური შემთხვევებით მეორე ადგილზეა.