ბრაზილიაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 468 შემთხვევა დაფიქსირდა
ბრაზილიაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 468 შემთხვევა დაფიქსირდა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 24 468 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 272 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში ვირუსის 6 314 740 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათ შორის 172 833 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანა, ვირუსის გავრცელების კუთხით, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.