ბრაზილიაში დააპატიმრეს ფეხბურთელი, რომელმაც სახელფასო დავალიანების გამო კლუბის პრეზიდენტი მოკლა
ბრაზილიაში დააპატიმრეს ფეხბურთელი, რომელმაც სახელფასო დავალიანების გამო კლუბის პრეზიდენტი მოკლა

ბრაზილიის მეოთხე დივიზიონის საფეხბურთო კლუბ „ნასიონალ ატლეტიკოს“ პრეზიდენტი ხოსე დანილსონ დე ოლივეირა დანით მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. მთავარი ეჭვმიტანილია გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც სახელფასო დავალიანების გამო კლუბთან დავა ჰქონდა.

58 წლის დე ოლივეირას ინციდენტის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ ის ლონდრინის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაპატიმრებული ეჭვმიტანილია 20 წლის ვინისიუს ენრიკე კორსინი და სილვა, რომელიც კარიერას „ნასიონალ ატლეტიკოში“ იწყებდა, მაგრამ ამ მომენტისთვის უმუშევარია. ადგილობრივი პრესის ცნობით, დაკავებისას მან პოლიციელებს განუცხადა, რომ კლუბმა მას შვიდი ათასი რიალი (დაახლოებით 1100 ევრო) არ გადაუხადა.