ბრაზილიაში ციკლონს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

11:33, 18.06.2023

ბრაზილიაში ციკლონს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიოგრადე დო სულის შტატს დაატყდა თავს. დაღუპულთა შორის 4 თვის ჩვილიცაა.

მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 20 დაკარგულის საპოვნელად. ძლიერ ქარს თან გადაუღებელი წვიმა ახლდა, რამაც ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია.

უსაფრთხოების მიზნით ევაკუირებულია 8 000-მდე ადამიანი.

მსგავსი