ბრაზილიაში „ბრიკსის“ სამიტი იმართება, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დისტანციურად ესწრება
ბრაზილიაში „ბრიკსის“ სამიტი იმართება, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დისტანციურად ესწრება

ბრაზილიაში „ბრიკსის“ სამიტი იმართება. წლევანდელი რიგით მე-17 სამიტი რიო დე ჟანეიროში ტარდება. ადგილზე იმყოფებიან ბრაზილიის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის, ეგვიპტის, ეთიოპიის, ინდონეზიის, ირანის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები. წლევანდელ სამიტს დისტანციურად ესწრება რუსეთის პრეზიდიდენტი ვლადიმერ პუტინი. ამის მიზეზი კი 2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინზე გაცემული დაკავების ორდერია. ბრაზილია კი ჰააგის სასამართლოს წევრია.

სამიტს ასევე არ ესწრება ჩინეთის პრეზიდენტი. მის მაგივრად კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია ლი ციანია ჩასული.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ბრაზილიის მთავრობამ ვერ შეძლო მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს სამიტში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემდა.