ბრაზილიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 965 ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 965 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში ბოლო ერთ დღეში ახალი ტიპის კორონავირუსს 965 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრაზილიაში „კოვიდ 19“-ით 22 013 ადამიანი დაიღუპა.

ბრაზილიის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 16 508 ადამიანს დაუდასტურდა, დაინფიცირების საერთო მაჩვენებელი კი 347 398-ს აღწევს.

ლათინური ამერიკის მასშტაბით, ბრაზილია კორონავირუსისგან ყველაზე მეტად არის დაზარალებული. სამედიცინო ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ბრაზილიაში ინფიცირების და მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ უფრო მაღალია, ვიდრე ეს ხელისუფლების ოფიციალურ მონაცემებშია ნაჩვენები, რადგან ლათინური ამერიკის უდიდესი ქვეყნის ტესტირების შესაძლებლობები რეალურ სურათს ვერ ასახავს.