ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 2 383 ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 2 383 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ს 2 383 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 74 592 ადამიანს დაუდასტურდა.

გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ, ხოლო ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის თითქმის 15 მილიონ 400 ათასზე მეტი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 430 417 შეადგინა.