ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ 19“-ით 1 473 ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ 19“-ით 1 473 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ 19“-ით 1 473 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდული რიცხვია.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბრაზილიაში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით უკვე 34 021 ადამიანი დაიღუპა.

კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით ბრაზილიამ იტალიას გაუსწრო და აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

კორონავირუსის აფეთქების შემდეგ, ბრაზილიაში „კოვიდ 19“ უკვე 614 941 ადამიანს დაუდასტურდა, რაც აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე მაჩვენებელია. სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ ბრაზილიაში ჩატარებული არასაკმარისი ტესტირების გამო, ფაქტობრივი მაჩვენებლები შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს.