ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 16 158 შემთხვევა გამოვლინდა, 566 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 16 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 566 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში გამოვლინდა ვირუსით დაინფიცირების 3 862 311 შემთხვევა.
ინფიცირებულთაგან 120 828 პაციენტი გარდაიცვალა.