ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 72 140 ადამიანს დაუდასტურდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 72 140 ადამიანს დაუდასტურდა

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 3 086 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 72 140 ადამიანს დაუდასტურდა.

გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ, ხოლო ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის თითქმის 14,4 მილიონზე მეტი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 395 022 შეადგინა.