ბრაზილიაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 407 ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 407 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 407 ადამიანი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი 3 375 ადამიანს დაუდასტურდა.

„ჩვენ ჯერ არ ვიცით, უკავშირდება ეს ლაბორატორიების მუშაობის გაძლიერებას თუ საქმე ეხება მზარდ ტენდენციას“, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრმა, ნელსონ ტაიშმა.

სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 49 492 შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რიცხვმა კი, 3 313 შეადგინა.

ბრაზილიაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს სან-პაულუს შტატი წარმოადგენს.