ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 51 194 შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 51 194 შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 51 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 907 ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა ოთხ მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, რეგისტრირებულია ინფიცირების ოთხი მილიონ 100 ათასამდე შემთხვევა. ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 125 521-ს შეადგენს. ამ მონაცემებით, ბრაზილია მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.