ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 41 857 შემთხვევა დადასტურდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 41 857 შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 41 857 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 1 300 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია„ კოვიდ-19“-ის 1 926 824 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 74 133-ს შეადგენს.

ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით.