ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 32 817 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 831 ინფიცირებული
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 32 817 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 831 ინფიცირებული

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 32 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 831 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ ოთხი მილიონ 600 ათასზე მეტი შემთხვევა. პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობა 140 ათასს აღწევს.

გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. ასევე, ქვეყანა მესამე ადგილზეა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.