ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 28 378 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 869 ინფიცირებული
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 28 378 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 869 ინფიცირებული

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 28 378 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 869 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ ოთხი მილიონ 700 ათასზე მეტი შემთხვევა. პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობა 141 406-ს შეადგენს.

გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. ასევე, ქვეყანა მესამე ადგილზეა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.