ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 26,051 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 602 პაციენტი
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 26,051 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 602 პაციენტი.
განახლებული მონაცემებით, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 1,6 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 64,867 ლეტალური. ქვეყანა „კოვიდ-19“-ის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.