ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 23,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 23,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 23,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის 2,098,389 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 716 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 80,000-ს უახლოვდება.