ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 14 768 შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 14 768 შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 14 768 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 415 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 4 მილიონ 330 ათასზე მეტი შემთხვევა. პანდემიას 131 625 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. ასევე ქვეყანა მესამე ადგილზეა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლისა და გარდაცვლილთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება.