ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 14 279 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 504 ინფიცირებული
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 14 279 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 504 ინფიცირებული

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 14 279 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 504 ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების საერთო რიცხვმა ოთხ მილიონ 150 ათასს გადააჭარბა. ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 127 464-ს შეადგენს.

მსხვერპლთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. ხოლო კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მესამე ადგილზეა აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ.