ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 55 202 ადამიანს დაუდასტურდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 55 202 ადამიანს დაუდასტურდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 55 202 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, ბოლო 24 საათში ბრაზილიაში გარდაიცვალა 968 ინფიცირებული. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის შვიდი მილიონ 318 ათასზე მეტი შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 188 259 ინფიცირებული.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.