ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 52 544 ადამიანს დაუდასტურდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 52 544 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში ბრაზილიაში გარდაიცვალა 823 ინფიცირებული. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის შვიდი მილიონ 162 ათასზე მეტი შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ.
ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 185 650 ინფიცირებული.
კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.